"კერამიკა სახიფათო გატაცებაა, რომელიც მთლიანად ითრევს ადამიანს. ეს უძველესი და იდუმალი ხელობა გავიწყებს საქმეებსა და მეგობრებს, ოპერასა და ბალეტს, სადალაქოში შევლასაც კი..
ყოველთვის, როდესაც თიხას ვეხები, მახსენდება ის, ვინც პირველად მოზილა თიხა და შექმნა ყველაფერი - ვარსკვლავები, მზე, ცა, პლანეტები, თქვენ და მე."
რეზო გაბრიაძე
ჩვენს მაღაზიაში წარმოდგენილია გაბრიაძის თეატრის სამხატვრო სტუდიაში ექსკლუზიურად შექმნილი კერამიკა. თითოეული ნამუშევარი შთაგონებულია ჩვენი თეატრის დამაარსებლის, მხატვრისა და სცენარისტის, რეზო გაბრიაძის უსასრულო ნიჭით და მისი შემოქმედების სხვადასხვა მიმართულებას ასახავს.
ცხოვრების ბოლო 30 წლის მანძილზე რეზო გატაცებული იყო კერამიკით. მისი ორიგინალური ხედვა და ფერთა პალიტრა ასახულია იმ არაჩვეულებრივ კერამიკულ ფილებში, რომლებიც ძველი თბილისის არქიტექტურულ ღირშესანიშნაობად ქცეულ ზღაპრულ კოშკს ამშვენებს.
ჩვენი გუნდი დიდი პატივისცემითა და სიფრთხილით ცდილობს ხელახლა გაიაზროს რეზოს ორიგინალურ ესკიზები და გაბრიაძის ჯადოსნურ და უჩვეულო სამყაროში გამოგზაუროთ.
გაეცანით ექსკლუზიურ საკოლექციო სერიებს ჩვენს მაღაზიაში, რომელიც მდებარეობს შავთელის ქუჩა N 26-ში.
თითოეული მათგანი რეზოს მოყოლილი ამბებითა და მხატვრული მემკვიდრეობით არის შთაგონებული.
სამუშაო საათები:
ყოველდღე - 10:00 - 22:00
შესვენება - 14:30 - 15:00