რამონა
ასაკობრივი შეზღუდვა: 12 წლამდე ბავშვები არ დაიშვებიან.
სპექტაკლის ხანგრძლივობა: 60 წუთი

“რამონა” ორი ორთქმავლის სიყვარულის ამაღელვებელი ისტორიაა. პიესის მოქმედება დიდი სამამულო ომის შემდეგ, რკინიგზის სადგურ ,,რიონში” ვითარდება. მძლავრი ორთქმავალი ერმონი სამსახურებრივი მივლინებით მიემგზავრება შორეულ მხარეში „ხუთწლედის ოთხწლედში დასასრულებლად“. სამანევრო რამონა კი, რკინიგზის პატარა სადგურში რჩება და ქმარს ელოდება. მისი დღეები მოგონებებითა და მონატრებითაა სავსე. რამონას ცხოვრება სამუდამოდ იცვლება, როცა ქალაქში მოხეტიალე ცირკი გამოჩნდება. ბედისწერა განშორებულ შეყვარებულებს ისევ შეახვედრებს, თუმცა როგორ და რა გარემოებებში, მაყურებლისთვის სპექტაკლის ბოლომდე გამოცანად რჩება.

"ჩემს მეხსიერებაში უეცრად გაიღვიძა ერთმა თბილმა და მივიწყებულმა სიტყვამ: ორთქლმავალი! ეს არსება ორთქლის ღრუბლებით სუნთქავდა, ხრინწიანი საყვირით გვეხმიანებოდა და ნესტიან ამინდშიც ქვანახშირის მშრალი სუნი ასდიოდა. ორთქლმავლის ხსენებამ კიდევ ერთ ბედნიერ მოგონებასთან მიმიყვანა - მოხეტიალე ცირკი, ჩემი ბავშვობის შაპიტო, რომელშიც ბრეზენტის და ნახერხის სუნი ტრიალებდა. ასე შეხვდა ერთმანეთს ეს ორი საყვარელი და სამუდამოდ ჩავლილი სახე-მოტივი: ორთქლმავალი და შაპიტო! მინდოდა მაყურებლისთვის გამეზიარებინა შეგრძნება სამოთხისა, რომელშიც დაუმსახურებლად აღმოვჩნდი და საიდანაც ცხოვრებამ გამომაძევა..."

რეზო გაბრიაძე




"აქ იუმორი თანაარსებობს პოეტურ დახვეწილობასთან - სამყაროში, რომელიც მუდამ იცვლება, სადაც ასევე არის ადგილი დრამისთვის და ცუდი ადამიანებისთვის.“ "

Le Figaro

27 სექტემბერი, 19:00
ბილეთები
26 სექტემბერი, 19:00
ბილეთები
25 სექტემბერი, 19:00
ბილეთები
16 სექტემბერი, 19:00
ბილეთები
14 სექტემბერი, 19:00
ბილეთები
13 სექტემბერი, 19:00
ბილეთები
5 სექტემბერი, 19:00
ბილეთები
4 სექტემბერი, 19:00
ბილეთები
როლებს ახმოვანებენ
ერმონ - ზაზა პაპუაშვილი
რამონა - ნინო კასრაძე

ბაბახიდი - ალექსეი კოლგანი
სამარკანდსკი - რომან კარცევი
ქეთო - რუსუდან ბოლქვაძე
ბეგლარი - რუსლან მიქაბერიძე
ვიქტორი - ზაზა პაპუაშვილი
ოლღა - ნინო არსენიშვილი
მოხუცი - რეზო თავართქილაძე

ბოშა - ნანა შონია

ჯამბაზები უიმე და ვაიმე - დენის სურნოვი
მილიციონერი - დავით დვალიშვილი
გლეხი - ბადრი გვაზავა
პიესის ავტორი, რეჟისორი:
პროდიუსერი:
დასის ხელმძღვანელი:
ხმის რეჟისორი:
მხატვარ-გამნათებელი:
პროდიუსერი:
თეატრის დირექტორი:
რეზო გაბრიაძე
ლეო გაბრიაძე
თამარ ამირაჯიბი
დავით ხოსიტაშვილი
მამუკა ბაქრაძე
ვერონიკა გაბრიაძე
ნათელა წიკლაური
ანიმატორები
თამარ ამირაჯიბი, ბადრი გვაზავა, ირაკლი შარაშიძე, მედეა ბლიაძე, თამარ კობახიძე, გიორგი გიორგობიანი, ნათია დემეტრაშვილი, მარიამ იკოშვილი, ნინო მიგრიაული, მიხეილ ბარნოვი, ბენო ჯიჯიაშვილი, იმედა გულიაშვილი.

თოჯინების და დეკორაციების შემსრულებლები
ვიქტორ პლატონოვი, ლუკა გონაშვილი, ალექსანდრე ხეიმანოვსკი, გელა ჯანგირაშვილი, ალექსანდრა ლუნიაკოვა, ოლეგ ერმოლაევი, სვეტლანა პავლოვა, გიორგი გიორგობიანი, ლევან კიკნაველიძე, არტემ ოზეროვი, ავთანდილ გონაშვილი, თამარ ჩალაური, თამარ კობახიძე, ნანა ჭეჟია, მაკა პაჭკორია

პრემიერა: 2013 წლის 8 იანვარი, ქ.თბილისი
თუ ჯერ არ გინახავთ...
ჩემი გაზაფხულის შემოდგომა
ბილეთები
სექტემბერი
2, 3, 11, 12, 17, 18
ბილეთები
მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი
სექტემბერი
9, 10, 21, 23, 24, 28, 30
შემოქმედებითი ექსკურსიები
მოგზაურობა თეატრის შიდა სივრცეში