ასაკობრივი შეზღუდვა: 12 წლამდე ბავშვები არ დაიშვებიან.
სპექტაკლის ხანგრძლივობა: 75 წუთი
ქეთოსა და კოტეს ქორწილის მეორე დღეს, სუფრის თამადა, გაღარიბებული გენერალი ვანო ფანტიაშვილი მოულოდნელად ღებულობს ორ დეპეშას საფრანგეთიდან. პირველი იუწყება თავადის ბიძის, მარშალ დე ფანტიეს გარდაცვალების ამბავს, მეორე კი, გენერალ ფანტიაშვილს მსოფლიოში უდიდესი ბრილიანტის “მონტე როზას” მემკვიდრედ აცხადებს.
აქედან იწყება თავადისა და მისი ამალის, ძველი ტფილისის კოლორიტული პერსონაჟების, მოგზაურობა პარიზში, მხიარული თავგადსავლებითა და ინტრიგებით. რაბედი ელითპარიზშიგენერალფანტიაშვილსდამის მეგზურებს: პროლეტარ ხეჩოს, ფინანსისტ ზიპოს, მემანქანე პორფილეს და განთქმულ ტფილისელ მაჭანკალ ხანუმას და რამ შეიძლება აიძულოს ნაპოლეონთან ბრძოლებში გამობრძმედილი გენერალი უარი თქვას მსოფლიოში ყველაზე დიდ ბრილიანტზე?
"სპექტაკლი მთლიანად აგებულია XIX საუკუნის ქალაქურ ფოლკლორზე. მე თბილისის ყველაზე კოლორიტული ფიგურები ამოვარჩიე და იმ დროისათვის ჩემთვის უცნობ პარიზში გადავასახლე. ზოგი პერსონაჟი პირდაპირ ვირის ბაზრიდან აღმოჩნდა საფრანგეთში და საკუთარი ინტრიგები ჩაიტანა."
რეზო გაბრიაძე
"თქვენ აღმოაჩენთ ჯადოსნურ სამყაროს, სადაც ყოველდღიური ცხოვრების სინაცრისფრე გზას უთმობს ზღაპარს და მითს."
El Tiempo