გაბრიაძის თეატრის მსახიობი მიშა ხელმძღვანელობს ექსკურსიას - "დროის მანქანა და მეხსიერების მექანიზმები“. მისი თხრობა ეხება ბავშვობის მოგონებებს, შესრულების რიტუალებსა და მარიონეტების ფარულ მექანიზმებს. სტუმრები თეატრს მუზეუმად კი არ აღიქვამენ, არამედ ცოცხალ ორგანიზმად, სადაც წარსული და აწმყო ერთმანეთს ერწყმის, მანქანები სუნთქავენ და ისტორიები მეხსიერების სიმძიმეს ატარებენ.
ექსკურსია რამდენიმე მოქმედებად არის დაყოფილი და თითოეული მათგანი გაბრიაძის სამყაროს განსხვავებულ ასპექტს აცოცხლებს: ბავშვობისა და მეხსიერების მნიშვნელობას, დროის პოეტურ გამოყენებას, თოჯინების საიდუმლო ხელოვნებას და თავად თეატრს, როგორც რიტუალისა და განკურნების სივრცეს. მიშა მაყურებელს უზიარებს იმ პოეტურ ხერხებსა და მექანიკურ საიდუმლოებებს, რომლებსაც რეზო გაბრიაძე იყენებდა თავისი ისტორიების მოსათხრობად და აჩვენებს, თუ როგორ ცოცხლდებიან თქვენს თვალწინ თეატრის თოჯინები - მათ შორის მისი ზოგიერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟი.
ვისთვის არის ეს ტური?
ეს არის უნიკალური გამოცდილება მათთვის, ვისაც თეატრი აინტერესებს როგორც წარმოსახვისა და მეხსიერების სივრცე - ხელოვანებისთვის, მოგზაურებისთვის და ცნობისმოყვარე ადამიანებისთვის, რომლებიც აფასებენ თხრობას და ნივთების ფარულ ცხოვრებას. ტურზე დასასწრებად არ არის საჭირო გაბრიაძის შემოქმედების ცოდნა, მხოლოდ ინტერესი გაეცნო სამყაროს, სადაც თეატრი ხდება დროის მანქანა და საზღვრები სცენასა და ცხოვრებას შორის შეუმჩნევლად იშლება.
გაბრიაძის თეატრი ყოველთვის იყო ჩუმი ჯადოსნობის იდუმალი ადგილი თბილისის გულში. ის ერთდროულად არსებობს აწმყოში და იმ ამბებში, რომლებიც წლების მანძილზე მოუყოლიათ მასზე.
დროთა განმავლობაში თეატრი ლეგენდებისა და ჩურჩულით გადმოცემული მოგონებების ბურუსში მოექცა, სადაც მითი და სინამდვილე ერწყმის ერთმანეთს. სპეციალურად შექმნილი ტურების მეშვეობით თეატრი მაყურებელს უღებს კარს, არა მხოლოდ სცენაზე, არამედ ასევე იწვევს მას თავისი შინაგანი ხმის გასაგონად - აძლევს სტუმრებს უნიკალურ შანსს, მოისმინონ გაბრიაძის თეატრის ამბები უშუალოდ იმ ადამიანებისგან, ვინც თავად განიცადა ისინი.
ექსკურსიის ჩატარება შესაძლებელია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.