გიწვევთ გაბრიაძის თეატრის შიდა სივრცეში სამოგზაუროდ, რომელსაც გაუძღვება მსახიობი, ჩვენი დასის ხელმძღვანელი და რეზო გაბრიაძის მრავალი წლის თანამოაზრე - ჩიკა.
კულისებში მძინარე თოჯინების გვერდით, ლეგენდარული თეატრის მყუდრო სივრცეში, ჩიკა მოგიყვებათ პირად ისტორიებს რეპეტიციების, მოგზაურობებისა და რეზო გაბრიაძის გვერდით გატარებული დღეების შესახებ. იგი გაჩვენებთ, როგორ იქცევა ხე და ქსოვილი ცოცხალ პერსონაჟებად - სუნთქვის, მოძრაობისა და შეხების წყალობით, და როგორ აისახება რეზო გაბრიაძის თეატრის ჰუმანური ფილოსოფია თოჯინის თითოეულ ჟესტში.
ვისთვის არის ეს ტური?
ეს ტური შექმნილია ყველასთვის, ვისაც აინტერესებს გაბრიაძის თეატრის შიდა სამყარო - თოჯინური თეატრის, თხრობისა და ქართული კულტურის მოყვარულებისთვის. იქნება ეს თქვენი პირველი ვიზიტი ჩვენთან, თუ უკვე ხართ თეატრის ერთგული თაყვანისმცემელი, გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა გაეცნოთ თეატრს, არა მხოლოდ როგორც მაყურებელი, არამედ გახდეთ მისი ცოცხალი ისტორიის ნაწილი.
გაბრიაძის თეატრი ყოველთვის იყო ჩუმი ჯადოსნობის იდუმალი ადგილი თბილისის გულში. ის ერთდროულად არსებობს აწმყოში და იმ ამბებში, რომლებიც წლების მანძილზე მოუყოლიათ მასზე.
დროთა განმავლობაში თეატრი ლეგენდებისა და ჩურჩულით გადმოცემული მოგონებების ბურუსში მოექცა, სადაც მითი და სინამდვილე ერწყმის ერთმანეთს. სპეციალურად შექმნილი ტურების მეშვეობით თეატრი მაყურებელს უღებს კარს, არა მხოლოდ სცენაზე, არამედ ასევე იწვევს მას თავისი შინაგანი ხმის გასაგონად - აძლევს სტუმრებს უნიკალურ შანსს, მოისმინონ გაბრიაძის თეატრის ამბები უშუალოდ იმ ადამიანებისგან, ვინც თავად განიცადა ისინი.
ტურის ჩატარება შესაძლებელია ქართულ და რუსულ ენებზე.