გაბრიაძის თეატრში 1995 წელს დაარსებული უნიკალური კაფე გთავაზობთ დახვეწილ ტრადიციულ ქართულ სამზარეულოს და ადგილობრივი ღვინოების ფართო არჩევანს.

1995 წელს რეზო გაბრიაძემ თავის თეატრში გახსნა კაფე "არ იდარდო!",
რადგან თვლიდა, რომ ნებისმიერ თეატრს ჭირდება სივრცე სტუმრების
მისაღებად ისევე, როგორც "ერთი მოხალული ყავის მარცვლის არომატი" შენობაში.
კაფეს ინტერიერი და ექსტერიერი რეზოს შემოქმედებით იყო შთაგონებული და
მისივე ხელით შექმნილი. ეს იყო ერთ-ერთი პირველი კაფე თბილისში, სადაც
ტრადიციული ქართული სამზარეულო ევროპული კაფეს ფორმატით იყო
წარმოდგენილი. 2010 წლიდან კაფეს სახელწოდება შეიცვალა და გახდა "გაბრიაძე".

2020 წელს, პანდემიის გამო, კაფე დროებით დაიხურა. გაბრიაძის ოჯახმა,
გალაქტიონ და ელინა ტაბიძეების ოჯახთან ერთად, გააგრძელა რეზოს დაწყებული
საქმე და ოთხწლიანი შესვენების შემდეგ, 2024 წლის მაისიდან კაფე "გაბრიაძის"
კარები კვლავ ღიაა სტუმრებისთვის.

განახლებული კაფეს ინტერიერი ერთგვარი მოგზაურობაა თავად რეზო
გაბრიაძის შემოქმედებაში. ცხოვრების ბოლო 30 წელი გაბრიაძე გატაცებული იყო
კერამიკით და უამრავი კერამიკული ფილა შექმნა დეკორატიული მოტივებით,
სახუმარო ტექსტებითა თუ საკუთარი ნაწარმოებების პერსონაჟების გამოსახულებით. სწორედ კერამიკა ასრულებს მნიშვნელოვან როლს განახლებული კაფეს ინტერიერში.


"ეს თეატრალური კაფე იქცა ერთ-ერთ პირველ ნამდვილ კაფედ თბილისში, სადაც
საბჭოთა ეპოქაში მხოლოდ სასადილოები თუ არსებობდა."

Le Monde 04.07.2017

რეზო გაბრიაძე კაფეს შესახებ:
"ჩვენი კაფე თითქოს თავისით დაიბადა. თეატრში არც ისე მყუდრო ბუფეტი გვქონდა, ჩვენ კი, გვინდოდა ლამაზ გარემოში გვესადილა. ვიღაცამ ყავის მადუღარა მოიტანა, მანანა თავაძემ თავისი ცნობილი ვაშლის პეროგი ... მე დავხატე პანო... მერე ვიპოვეთ ორი, კოსტად გამოთლილი ფეხი მაგიდისთვის... მერე ვიღაცამ ფარდა მოქარგა... და ასე, არაფრისგან გაჩნდა ჩვენი კაფე."
მენიუ
ჩვენი გვერდი ინსტაგრამზე
თუ ჯერ არ გინახავთ...
რამონა
ბილეთები
სექტემბერი
4, 5, 13, 14, 16, 25, 26, 27
ბილეთები
ალფრედი და ვიოლეტა
სექტემბერი
6, 7, 19, 20
ჩემი გაზაფხულის შემოდგომა
ბილეთები
სექტემბერი
2, 3, 11, 12, 17, 18
ბილეთები
მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი
სექტემბერი
9, 10, 21, 23, 24, 28, 30
შემოქმედებითი ექსკურსიები
მოგზაურობა თეატრის შიდა სივრცეში