ჩემი გაზაფხულის შემოდგომა
ასაკობრივი შეზღუდვა: 12 წლამდე ბავშვები არ დაიშვებიან.
სპექტაკლის ხანგრძლივობა: 90 წუთი

"ჩემი გაზაფხულის შემოდგომა" არის ისტორია დიდი გულის მქონე პატარა ჩიტ ბორია გადაიზე. მოქმედება ომის შემდგომ ქუთაისში ვითარდება. მეარღნე ვარლამის სიკვდილის შემდეგ ბორია ბებია დომნას ცხოვრებაში ერთადერთ იმედად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ თავად არ სურდა, ის ქურდობას იწყებს, უყვარდება მშვენიერი ნინელი და მრავალი სახიფათო თუ საინტერესო თავგადასავლის გმირი ხდება. ეს არის დროსა და სივრცის მიღმა არსებული, სიყვარულით, სინათლითა და სითბოთი სავსე ამბავი, რომელიც მაყურებელს რეზო გაბრიაძის ბავშვობის ქალაქის მოგონებებსა თუ ოცნებებში ამოგზაურებს. სპექტაკლი თოჯინური ოსტატობის, ქართული ხალხური სიმღერის, ცეკვისა და ავტორისათვის ძვირფასი მოგონებების მაგიურ ნაზავს წარმოადგენს.


"ხშირად მეკითხებიან, თუ რატომ ჰქვია ამ სპექტაკლს „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“. მეორე მსოფლიო ომში საქართველომ 340 000 კაცი დაკარგა. მათ შორის ბევრი ჩემი მშობლიური ქალაქიდან ქუთაისიდან იყო. ომის შემდეგ ჩვენი ქალაქი სავსე იყო შავებში ჩაცმული დაქვრივებული ქალებითა და დაობლებული ბავშვებით. ამ დროს მეც ბავშვი ვიყავი და მიუხედავად ჩემს გარშემო არსებული დანაკარგისა და სევდისა ჩემი გული გაზაფხულით იყო სავსე, მაშინ, როდესაც უფროსების გულები გვიან შემოდგომას აევსო."

რეზო გაბრიაძე



სპექტაკლი "ჩემი გაზაფხულის შემოდგომა" 1983 წელს დაიდგა. მისი პრემიერით გაიხსნა თეატრის ახალი შენობა შავთელის #13-ში. "ჩემი გაზაფხულის შემოდგომა" რეზო გაბრიაძის ყველაზე პირადული სპექტაკლია, სადაც ის თავისი ბავშვობის ქალაქს, ქუთაისს იხსენებს, რომელიც პატარა ბიჭისთვის, მიუხედავად ომისშემდგომი რთული პერიოდისა, სითბოთი და სიყვარულით სავსე სამყაროს წარმოადგენდა. მილიციის უფროსი ვალტერ კაკაურიძე, ქალაქის მთავარი არქიტექტორი კორკიმელიძე, ექიმი მინოვიჩი - 40-იანი წლების ქუთაისის რეალური მცხოვრებლები, რომლებიც რეზოს პიესის პერსონაჟებად იქცნენ. მაგრამ თხრობის მთავარ ცენტრად რჩება ბებია დომნა, რომელსაც რეზო გაბრიაძემ მიუძღვნა თავისი სპექტაკლი. სწორედ "ჩემი გაზაფხულის შემოდგომის" ასეთი პირადული ხასიათიდან გამომდინარე, რეზო გაბრიაძე მუდმივად აგრძელებდა მუშაობას სპექტაკლზე. 2002 წელს გაბრიაძემპიესის განმეორებითი დადგმა შვეიცარიაში, თეატრ VIDY-LAUSANNE-სთან თანამშრომლობით. "ჩემი გაზაფხულის შემოდგომის" მესამე განახლებული დადგმა განხორციელდა 2018 წელს. გაბრიაძემ შექმნა ახალი სცენოგრაფია და დაამატა სპექტაკლში რამდენიმე სცენა.



"ეს ტრაგიკული ისტორიაა, თუმცა ის სამოთხეში მომდევნო ცხოვრების შეხვედრით მთავრდება, რათა ხაზი გაუსვას დედამიწაზე სიცოცხლის ბუნებრივ ტანჯვას."

The New York Times

18 სექტემბერი, 19:00
ბილეთები
17 სექტემბერი, 19:00
ბილეთები
12 სექტემბერი, 19:00
ბილეთები
11 სექტემბერი, 19:00
ბილეთები
3 სექტემბერი, 19:00
ბილეთები
2 სექტემბერი, 19:00
ბილეთები
როლებს ახმოვანებენ
ბორია - რამაზ ჩხიკვაძე

დომნა - რუსუდან ბოლქვაძე

ვარლამი - ლეო ანთაძე

ნინელი - ნათია კავსაძე

ვალტერ კაკაურიძე - იმერი კავსაძე

მძიმე ინდუსტრიის მუშაკები - ციალა გურგენიძე, ნელი მინდიაშვილი, თინა კოზანოვა
აგენტი #23 - ბადრი გვაზავა
ფლორა - ნათია კავსაძე
შალომი - კახი მაისურაძე
ადვოკატი – გივი ბერიკაშვილი
პიესის ავტორი, რეჟისორი:
სამხატვრო ხელმძღვანელი:
დასის ხელმძღვანელი:
ხმის რეჟისორი:
მხატვარ-გამნათებელი:
პროდიუსერი:
თეატრის დირექტორი:
რეზო გაბრიაძე
ლეო გაბრიაძე
თამარ ამირაჯიბი
დავით ხოსიტაშვილი
მამუკა ბაქრაძე
ვერონიკა გაბრიაძე
ნათელა წიკლაური
ანიმატორები
თამარ ამირაჯიბი, ბადრი გვაზავა, ირაკლი შარაშიძე, მედეა ბლიაძე, თამარ კობახიძე, გიორგი გიორგობიანი, ნათია დემეტრაშვილი, მარიამ იკოშვილი, ნინო მიგრიაული, მიხეილ ბარნოვი, ბენო ჯიჯიაშვილი, იმედა გულიაშვილი.

თოჯინების და დეკორაციების შემსრულებლები
ლუკა გონაშვილი, ვლადიმერ მელცერი, ავთანდილ გონაშვილი, გელა ჯანგირაშვილი, გაიანე თაყაიშვილი, თამარ ამირაჯიბი, თამარ კობახიძე, ნანა ჭეჟია, მაკა პაჭკორია.

სპექტაკლი "ჩემი გაზაფხულის შემოდგომა"
შექმნილია თეატრ VIDY-LAUSANNE - თან თანამშრომლობით.

პრემიერა: 2002 წელი, ლოზანა, შვეიცარია
თუ ჯერ არ გინახავთ...
რამონა
ბილეთები
სექტემბერი
4, 5, 13, 14, 16, 25, 26, 27
ბილეთები
ალფრედი და ვიოლეტა
სექტემბერი
6, 7, 19, 20
შემოქმედებითი ექსკურსიები
მოგზაურობა თეატრის შიდა სივრცეში