ალფრედი და ვიოლეტა
ასაკობრივი შეზღუდვა: 12 წლამდე ბავშვები არ დაიშვებიან.
სპექტაკლის ხანგრძლივობა: 75 წუთი

გაბრიაძის თეატრის ისტორია დაიწყო სპექტაკლით "ალფრედი და ვიოლეტა" 1981 წელს. ალექსანდრე დიუმა - შვილის რომანიდან "ქალი კამელიებით" და ჯუზეპე ვერდის ოპერა "ტრავიატადან" ცნობილ სიყვარულის ამბავს, რეზო გაბრიაძემ სრულიად ახალი მხატვრული გადაწყვეტა მისცა და მოქმედება მის თანამედროვე თბილისში გადმოიტანა. დიდი პაუზის შემდეგ, სპექტაკლი კვლავ დაუბრუნდა გაბრიაძის თეატრის სცენას, ოღონდ უკვე ახალი სახით. ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეზო გაბრიაძემ სრულიად განაახლა პიესა. ჩანაფიქრი ბოლომდე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლეო გაბრიაძემ მიიყვანა, სწორედ ის არის ახალი დადგმის რეჟისორი. ალფრედისა და ვიოლეტას ისტორია 90-იანი წლების თბილისის დრამატული მოვლენების ფონზე თამაშდება და მათ სიყვარულს მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა უწევს… სპექტაკლის მოქმედება ვითარდება თბილისში, მთაწმინდაზე, აგრეთვე - მილანში, ხაშურში, რომში, აბასთუმანში, ვენეციასა და დიღომში.

"საკუთარ თავს ვერ ვენდობოდი. რა უნდა დამედგა? გადავწყვიტე მიმემართა მარადიულისთვის - “ქალი კამელიებით” და “ტრავიატა” ვერდის საყვარელი ოპერა. მოქმედება ჩვენს თანამედროვე თბილისში გადმოვიტანე. “ალფრედისა და ვიოლეტას” პრემიერაზე “მქუხარე” ტაში გაისმა. ორმოცივე ხელისგულის ხმა ცალ-ცალკე, სათითაოდ ისმოდა. პაკლონზე ჩვენ და მაყურებლები ცხვირებით ვებჯინებოდით ერთმანეთს. ეს გამარჯვება იყო!"

რეზო გაბრიაძე



განახლებული "ალფერდისა და ვიოლეტას" პრემიერა 2021 წელს იტალიაში, გოლდონის თეატრალურ ფესტივალზე შედგა.


"ეს უფრო მეტია ვიდრე ნარატივი, რომელიც ადგილობრივი და ცოცხალი ისტორიული ცნობებით არის გამდიდრებული, ჩვენ გაბრიაძეების ოჯახის უნიკალური ქმნილებებით ვართ მოხიბლულნი."

Les Echos

ივნისის განრიგი: 4, 5, 10, 11, 17, 18, 26, 27
აღნიშნე ჩვენი საიუბილეო სეზონი განსაკუთრებული შეთავაზებით - სპექტაკლზე დასასწრები ბილეთით ისარგებლეთ 20%-იანი ფასდაკლებით გაბრიაძის კაფეში, მხოლოდ თქვენი სპექტაკლის დღეს.
(არ ვრცელდება ალკოჰოლურ სასმელებზე)

ფასდაკლება ვრცელდება მხოლოდ ჩვენს სალაროში შეძენილ ბილეთებზე, რომელიც მდებარეობს შავთელის ქუჩა 26-ში. გთხოვთ, კაფეში წარადგინოთ თქვენი ბილეთი და ფასდაკლების ბარათი.
როლებს ახმოვანებენ
ვიოლეტა - ნატო კახიძე
ალფრედი - ვანო დუგლაძე
ჟერმონი - ეროსი მანჯგალაძე
ნევერმორი - რამაზ ჩხიკვაძე

პარაოზი სერგო - სერგეი გარმაში
კუკუ - გრიგოლ ჟორდანია
წამყვანი - ოთარ ბაღათურია
ბენედიქტიუსი - თეიმურაზ წიკლაური

ტუტუცა - დავით გოცირიძე
სტოპრო - აპოლონ კუბლაშვილი
გვოზდიკა - ნიკოლოზ კვანტალიანი
ჩაქუჩა - ნიკოლოზ ქაცარიძე
არაბული - რუსუდან ბოლქვაძე

მაიმუნი - ნანუკა ხუსკივაძე

გამყიდველი მშრალი ხიდიდან - ალეკო ბეგალიშვილი
ჩიტი მშრალი ხიდიდან - ნინო არსენიშვილი
საზამთროს გამყიდველი - დავით დვალიშვილი
ავტორი და დამდგმელი მხატვარი:
რეჟისორი:
დასის ხელმძღვანელი:
მხატვარ-დეკორატორი:
ლიტერატურული რედაქტორი:
ხმის რეჟისორი:
მუსიკალური გაფორმება:
მხატვარ-გამნათებელი:
რეჟისორის თანაშემწე:
სამეურნეო ნაწილი:
თეატრის დირექტორი:
რეზო გაბრიაძე
ლეო გაბრიაძე
თამარ ამირაჯიბი
თამარ კობახიძე
თამთა თურმანიძე
დავით ხოსიტაშვილი
ნინო ჯანჯღავა, ედუარდ ისრაელოვი
მამუკა ბაქრაძე
ანა სოხაშვილი
ავთო ცერცვაძე
ნათელა წიკლაური
ანიმატორები
თამარ ამირაჯიბი, ბადრი გვაზავა, ირაკლი შარაშიძე, მედეა ბლიაძე, თამარ კობახიძე, გიორგი გიორგობიანი, ნათია დემეტრაშვილი, მარიამ იკოშვილი, ნინო მიგრიაული, მიხეილ ბარნოვი, ბენო ჯიჯიაშვილი, იმედა გულიაშვილი.

თოჯინების და დეკორაციების შემსრულებლები
გიორგი გიორგობიანი, თამარ კობახიძე, ლევან კიკნაველიძე, ალექსანდრე ხეიმანოვსკი, მაკა პაჭკორია, მედეა ბლიაძე, ნანა ჭეჟია, ნათია შენგელია, თამარ ზუმბაძე, ლევან მინდორაშვილი, ავთანდილ გონაშვილი, გელა ჯანგირაშვილი, ლუკა გონაშვილი.

სპექტაკლის თარგმანი ინგლისურ ენაზე - დონალდ რეიფილდი.
სიმღერა “თბილისოს” თარგმანი იტალიურ ენაზე - ნუნუ გელაძე.
თუ ჯერ არ გინახავთ...
ბილეთები



ივნისი
2, 3, 14, 16, 24, 25
ბილეთები



ივნისი
12, 13, 19, 20, 28, 30
შემოქმედებითი ექსკურსიები
მოგზაურობა თეატრის შიდა სივრცეში