შერეკილები
ასაკობრივი შეზღუდვა: 12 წლამდე ბავშვები არ დაიშვებიან.
სპექტაკლის ხანგრძლივობა: 90 წუთი

ისტორია პირველ სიყვარულზე, ვალებსა და თერმოდინამიკის კანონზე.

ზღაპრის ფაბულაზე დაყრდნობით „შერეკილები“ აბსურდის, სატირის, მაგიური რეალიზმისა და პოეტური დრამის ელემენტებს აერთიანებს.

ეს არის ამბავი ერთაოზზე, გულუბრყვილო სოფლელ ბიჭზე, რომელიც მამის ვალების გასასტუმრებლად დიდ სამყაროში მიდის ბედის საძიებლად.

მას მრავალი განსაცდელის გადალახვა უწევს. ხვდება ციხეში, სადაც უიღბლო სიყვარულის გამო დატყვევებულ მოხუც მეცნიერს გაიცნობს და სრულიად მოულოდნელად აკადემიურ განათლებასაც მიიღებს. ის და მოხუცი მეცნიერი, ერთად ჩაიფიქრებენ მსოფლიოში პირველი ცათმფრენი აპარატის აშენებას, რომელიც ყოფიერებაზე ამაღლებასა და თავისუფლების მოპოვებაში დაეხმარებათ.

"შერეკილები" გაბრიაძისეული სამყაროს კვინტესენციაა: პოეტური, ირონიული, ღრმად ადამიანური - და ამ ყველაფრის მიღმა - იშვიათი ლირიზმით გამსჭვალული.

გაბრიაძის თეატრის სეზონის მხარდამჭერი - SOLO | Visa

რეჟისორის სიტყვა

„შერეკილი“ჩვენს შემთხვევაში არის ყველა ის ადამიანი, ვისაც, მიუხედავად საზოგადოების მხრიდან მოუღებლობისა, ბოლომდე სჯეროდა საკუთარი არაორდინალური იდეების. შესაძლოა თანამედროვეები მათ დასცინოდნენ კიდეც, მაგრამ დრომ აჩვენა, რომ სწორედ ამ „შერეკილებმა“ შეცვალეს სამყარო უკეთესობისაკენ. როდესაც მამა კინოდან წამოვიდა, მასზეც ზოგი ასე ფიქრობდა, მაგრამ სწორედ ამ „შერეკილობის“ დამსახურებით შავთელის 12+1-ში ჩვენი თეატრი არსებობს.
რაც შეეხება იმას, რომ „შერეკილები“ არის ამბავი სიყვარულზე, ვალებსა და თერმოდინამიკის მეორე კანონზე, სიყვარული და ვალები ხომ გასაგებია? ეხლა თერმოდინამიკის კანონზე - ფინალური ფორმულა ds/dt=0, რომელსაც ჩვენი გმირები მოიგონებენ ასევე ენთროპიის კანონად მოიხსენიება, რაც ბრძოლის შეწყვეტას, სიმშვიდის მიღწევას და ამაღლებას ნიშნავს ანუ ერთაოზი და ქრისტეფორე თავისუფლდებიან ყველა მიწიერი ტვირთისგან: უიღბლო სიყვარულისგან, ვალებისგან, ციხისგან და საგიჟეთის გავლით ცაში აფრინდებიან.“

— ლეო გაბრიაძე, სპექტაკლის რეჟისორი

მაისის განრიგი: 12, 13, 14, 15, 16, 17, 19, 20, 21, 22, 23, 24, 27, 28, 29, 30, 31
აღნიშნე ჩვენი საიუბილეო სეზონი განსაკუთრებული შეთავაზებით - სპექტაკლზე დასასწრები ბილეთით ისარგებლეთ 20%-იანი ფასდაკლებით გაბრიაძის კაფეში, მხოლოდ თქვენი სპექტაკლის დღეს.
(არ ვრცელდება ალკოჰოლურ სასმელებზე)

ფასდაკლება ვრცელდება მხოლოდ ჩვენს სალაროში შეძენილ ბილეთებზე, რომელიც მდებარეობს შავთელის ქუჩა 26-ში. გთხოვთ, კაფეში წარადგინოთ თქვენი ბილეთი და ფასდაკლების ბარათი.
როლებს ახმოვანებენ
ერთაოზი - ნიკა ფაიქრიძე
ქრისტეფორე - ამირან ამირანაშვილი
მარგალიტა, ქათამი - რუსუდან ბოლქვაძე
ხუტა - ზაზა პაპუაშვილი
ნოშრევანი - იმერი კავსაძე
მიზანა - მერაბ შარიქაძე
მღვდელი - გია აბესალაშვილი
ტრიფონი - დავით დვალიშვილი
წამყვანი - რამაზ იოსელიანი
სირბილაძე - ჯანო იზორია
ტელეგრაფისტი - სანდრო სხირტლაძე
ავტორი:
რეჟისორი:
პროდიუსერი
დასის ხელმძღვანელი:
მხატვარ-დეკორატორი:
ლიტ. რედაქტორი:
ხმის რეჟისორი:
მუსიკალური გაფორმება:
მხატვარ-გამნათებელი:
სამეურნეო ნაწილი:
გენერალური მენეჯერი:
რეზო გაბრიაძე
ლეო გაბრიაძე
ვერონიკა გაბრიაძე
თამარ ამირაჯიბი
თამარ კობახიძე
თამთა თურმანიძე
დავით ხოსიტაშვილი
დავით ხოსიტაშვილი, ნინო ჯანჯაღავა
ავთანდილ ცერცვაძე
მამუკა ბაქრაძე
ნათელა წიკლაური
ანიმატორები
თამარ ამირაჯიბი, ბადრი გვაზავა, ირაკლი შარაშიძე, მედეა ბლიაძე, თამარ კობახიძე, გიორგი გიორგობიანი, ნათია დემეტრაშვილი, მარიამ იკოშვილი, ნინო მიგრიაული, მიხეილ ბარნოვი, ბენო ჯიჯიაშვილი, იმედა გულიაშვილი.

თოჯინების და დეკორაციების შემსრულებლები
გიორგი გიორგობიანი, ლევან მინდორაშვილი, ბენო ჯიჯიაშვილი, იმედა გულიაშვილი, თამარ კობახიძე, მედეა ბლიაძე, ნინო თათარაშვილი



თეატრის სახელოსნოებში, რეზო გაბრიაძის ესკიზების მიხედვით, შეიქმნა თოჯინები და დეკორაციები - ოსტატის უნიკალური ხედვა და პოეტური სამყარო მათში განსაკუთრებული სიფრთხილითა და სიყვარულით არის გადმოცემული.

სპეციალურად სპექტაკლისათვის ჩაიწერა ახალი მუსიკალური გაფორმება ქართული ხალხური და კლასიკური მუსიკის საფუძველზე.

გაბრიაძის თეატრის ახალ სპექტაკლში მაყურებელი ბევრ ნაცნობს და ბევრ ახალსაც აღმოაჩენს ცაში გაფრენის უჩვეულო ამბის შესახებ.
თუ ჯერ არ გინახავთ...
ბილეთები
მარტი
24, 25

აპრილი
3, 4, 8, 9, 11, 18, 19
ბილეთები
მარტი
21, 22

აპრილი
1, 2, 16, 17
შემოქმედებითი ექსკურსიები
მოგზაურობა თეატრის შიდა სივრცეში