კერამიკის მოხატვის მასტერკლასი
მხატვრული დეტალებით სავსე ჯადოსნურ გარემოში, რომელიც მარიონეტებით მოთხრობილ უამრავ ისტორიას ინახავს, მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა შექმნან რეზო გაბრიაძის სამყაროს ვიზუალური ენით შთაგონებულ კერამიკულ ნამუშევრები პროფესიონალი მხატვარ-კერამისტის ხელმძღვანელობით.

უნიკალური კულტურული გამოცდილება, მხატვრის სახელოსნოსა და თეატრალური სივრცის სინთეზი, სადაც მონაწილეებს ექნებათ უშუალო წვდომა გაბრიაძის ხელოვნების ესთეტიკასთან, მისი ესკიზების მიზანმიმართულად არასრულყოფილ ხაზებში დაფარულ სითბოსა და თამაშის პოეტიკასთან, „შუმის“ ღვინის და სასიამოვნო ატმოსფეროს თანხლებით.

ფორმატი

• მცირე ჯგუფები — მაქსიმუმ 10 მონაწილე
• მინიმუმ 4 მონაწილე
• ხანგრძლივობა: 1.5–2 საათი
• იდეალურია სოლო მოგზაურებისთვის, წყვილებისთვის, ოჯახებისა და კერძო ჯგუფებისთვის

რა ელით სტუმრებს

• მოკლე შესავალი რეზო გაბრიაძის შემოქმედებით სამყაროში
• პროფესიონალური კერამიკული საღებავები და მასალები
• კერამისტი-მხატვრის ინდივიდუალური მხარდაჭერა მთელი პროცესის განმავლობაში
• ორიგინალური კერამიკული ნამუშევრის შექმნა — ფინჯანი, ფილა ან ფიგურა, რომელიც შთაგონებულიიქნება თეატრის ვიზუალური მითოლოგიით

თითოეული ნამუშევარი გამოიწვება ღუმელში და 3 დღეში იქნება მზად. შესაძლებელია, როგორც ადგილზე გატანა, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ მიტანის სერვისით. ყველა ნივთი მოგეწოდებათ სპეციალურ ბრენდირებულ შეფუთვაში. ეს იქნება თქვენივე ხელით შექმნილი პატარა სუვენირი, რომელსაც გაიყოლიებთ სახლში.

რატომ ამახსოვრდებათ სტუმრებს ეს გამოცდილება

• უნიკალური შესაძლებლობა, შეიგრძნონ გაბრიაძის სამყაროს ატმოსფერო
• კულტურული გამოცდილება, რომელიც სცდება ჩვეულებრივ ტურიზმს
• პრაქტიკული შემოქმედებითი პროცესი, რომელიც თავად მოგზაურობის ნაწილად იქცევა
• უნიკალური, ხელნაკეთი ნივთი, რომელიც ძველი თბილისის სულს ატარებს

ყველა სტუმარი სახლში საკუთარი მოხატული ნივთით ბრუნდება. თუმცა ბევრს მიჰყვება შეგრძნება, რომ ამ ორი საათის განმავლობაში ისინი თავად აღმოჩნდნენ გაბრიაძის ერთ-ერთ ჯადოსნურ ისტორიაში.
თუ ჯერ არ გინახავთ...
ბილეთები




-
ბილეთები
ივნისი
4, 5, 10, 11, 12, 17, 18, 19, 20, 26, 27

ივლისი
14, 15, 22, 23
შემოქმედებითი ექსკურსიები
მოგზაურობა თეატრის შიდა სივრცეში