ბილეთები,November

ალფრედი და ვიოლეტა

“რა უნდა დამედგა? გადავწყვიტე მიმემართა მარადიულისთვის – “ქალი კამელიებით” და “ტრავიატა” ვერდის საყვარელი ოპერა…”

რეზო გაბრიაძე

 

ალფრედი და ვიოლეტა

გაბრიაძის თეატრის ისტორია 1981 წელს დაიწყო სპექტაკლით «ალფრედი და ვიოლეტა», სადაც სიყვარულის მარადიულ ამბავს, რომელიც ყველასთვის ცნობილია ალექსანდრე დიუმა – შვილის რომანიდან “ქალი კამელიებით” და ჯუზეპე ვერდის ოპერიდან “ტრავიატა”, რეზო გაბრიაძემ სრულიად ახალი მხატვრული გადაწყვეტა მისცა. დიდი პაუზის შემდეგ, სპექტაკლი კვლავ დაუბრუნდა გაბრიაძის თეატრის სცენას, ოღონდ უკვე  ახალი სახით.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეზო გაბრიაძემ სრულიად განაახლა პიესა, დაამატა მას ახალი გარემოებები და გმირები, შექმნა პერსონაჟებისა და დეკორაციების განახლებული ესკიზები. ავტორის ჩანაფიქრი ბოლომდე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლეო გაბრიაძემ მიიყვანა, სწორედ ის არის ახალი დადგმის რეჟისორი.

ამჯერად, ალფრედისა და ვიოლეტას ისტორია 90-იანი წლების თბილისის დრამატული მოვლენების ფონზე თამაშდება და მათ სიყვარულს მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევს…

სპექტაკლის მოქმედება ვითარდება თბილისში, მთაწმინდაზე, აგრეთვე – მილანში, ხაშურში, რომში, აბასთუმანში, ვენეციასა და დიღომში.

 

პიესის ავტორი და დამდგმელი მხატვარი: რეზო გაბრიაძე

რეჟისორი:  ლეო გაბრიაძე

პროდიუსერი: ვერონიკა გაბრიაძე

დასის ხელმძღვანელი: თამარ ამირაჯიბი

მხატვარი: თამარ კობახიძე

ლიტ. რედაქტორი: თამთა თურმანიძე

ხმის რეჟისორი: დავით ხოსიტაშვილი

მუსიკალური გაფორმება:

ნინო ჯანჯღავა, ანზორ ერქომაიშვილი, ედუარდ ისრაელოვი

მხატვარგამნათებელი: მამუკა ბაქრაძე

რეჟისორის ასისტენტი: ანა სოხაშვილი

სამეურნეო ნაწილი: ავთო ცერცვაძე

თეატრის დირექტორი: ნათელა წიკლაური

 

ხანგრძლივობა: 75 წუთი

 

ანიმატორები :

თამარ ამირაჯიბი, ნიკო გელოვანი, ბადრი გვაზავა, ირაკლი შარაშიძე, ანა ნიჟარაძე, თამარ კობახიძე, გიორგი გიორგობიანი, ნათია დემეტრაშვილი, მედეა ბლიაძე

როლებს ახმოვანებენ:
ვიოლეტა – ნატო კახიძე
ალფრედი – ვანო დუგლაძე
ჟერმონი – ეროსი მანჯგალაძე
ნევერმორა – რამაზ ჩხიკვაძე
წამყვანი – ოთარ ბაღათურია
კუკუ – გრიგოლ ჟორდანია
ბენედიქტიუსი – თეიმურაზ წიკლაური
ტუტუცა – დავით გოცირიძე
გვოზდიკა – ნიკოლოზ კვანტალიანი
სტოპრო – აპოლონ კუბლაშვილი
ჩაქუჩა – ნიკოლოზ ქაცარიძე
პარაოზი სერგო – სერგეი გარმაში
ჩიტი მშრალი ხიდიდან – ნინო არსენიშვილი
კაცი ტყვიამფრქვევით – ალეკო ბეგალიშვილი
საზამთროს გამყიდველი – დავით დვალიშვილი
მაიმუნი – ნანა ხუსკივაძე


თოჯინების
და დეკორაციების შემსრულებლები

გიორგი გიორგობიანი, თამარ კობახიძე, ლევან კიკნაველიძე, ალექსანდრე ხეიმანოვსკი, მაკა პაჭკორია, მედეა ბლიაძე, ნანა ჭეჟია, ეკა ლომთაძე, ნათია შენგელია, თამარ ზუმბაძე, ლევან მინდორაშვილი, ავთანდილ გონაშვილი, გელა ჯანგირაშვილი, ლუკა გონაშვილი

All rights reserved © 2013-2022 Copying of materials is prohibited!