რეზო გაბრიაძე

მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი და მოქანდაკე რეზო გაბრიაძე დაიბადა 1936 წელს ქუთაისში.

ის 35-ზე მეტი ფილმის ავტორია, რომელთა შორის არის „მიმინო“, „არ იდარდო“, „ქინ ძა ძა“, „შერეკილები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სამნი გზაზე“ და ა.შ.

1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისში დაარსა მარიონეტების თეატრი, რომელმაც პირველივე სპექტაკლიდან დაიპყრო მაყურებელთა გულები და დღეს თეატრი მთელ მსოფლიოში მოგზაურობს.

რეზო გაბრიაძე მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი, სსრკ სახელმწიფო პრემია, პრემიები – „ნიკა“, „ტრიუმფი“, „ოქროს ნიღაბი“, „ოქროს სოფიტი“, „ცარსკოსელსკაია პრემია“, შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და ა.შ.

«ის ნამვილად უდიდესი გამომგონებელია. მხატვრული სახეების მისეული სისტემა უაღრესად პირადი, ინტიმური ხასიათის მატარებელია და თეატრში პოეტური, ტრანსცენდენტური რეალიზმი შემოაქვს. მე არ ვიცნობ სხვა მსგავს სისტემას. თეატრის სხვადასხვა სფეროში მიღებულმა უზარმაზარმა გამოცდილებამ მას მისცა საშუალება მიეღწია  დამდგმელი რეჟისორის ისეთი იდეალისთვის, როგორიც იყო გორდონ  კრეგი. მისი ხელოვნება თავისი მხატვრული ძალითა და პოზიტიური ადამიანური ხედვით ამდიდრებს ევროპულ თეატრს , თან ისეთ დრო, როდესაც მას ეს ყველაზე მეტად ჭირდება».

პიტერ ბრუკი

«გაბრიაძის სამყარო – ეს საქართველოა, მხოლოდ საქართველო და სწორედ საქართველო. იმდენად საქართველო, რომ აზრადაც არავის მოუვა, რომ საქართველოს ამ სახეს შეიძლება შემქმნელი ყავდეს».

ა. ბიტოვი

«მიყვარს საქართველო. ამ ქვეყანამ ბევრი ბედნიერი დღე მაჩუქა. მახსოვს ჩემი მეგობრები – რეზო გაბრიაძე, რომელიც ჩემი აზრით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მხატვარია».

ტონინო გუერა

«რეზო გაბრიაძე უნიკალური დიაპაზონის ხელოვანია».

მიხაილ ბარიშნიკოვი

All rights reserved © 2013-2022 Copying of materials is prohibited!