ბილეთები,მაისი

მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი


ავტორისაგან

„ეს იყო რუსთაველის თეატრის თხოვნა. პიესა მთლიანად აგებულია თბილის ქალაქურ ფოლკლორზე. მე თბილისის ყველაზე კოლორიტული ფიგურები ამოვარჩიე და იმ დროისათვის ჩემთვის უცნობ პარიზში გადავასახლე. ზოგი პერსონაჟი პირდაპირ ვირის ბაზრიდან აღმოჩნდა პარიზში და საკუთარი ინტრიგები ჩაიტანა. ეს ნამდვილი ბუფონადაა სირცხვილისა და მორიდების გარეშე. პიესას ხშირად დგამენ თეატრალურ ინსტიტუტებში, უყვართ სკოლის უფროსკლასელებსაც, რადგანაც გმირები ასე ხელშესახები და ბრწყინვალები არიან…“

რეზო გაბრიაძე

ხანგრძლივობა: 60 წუთი
ახალი დადგმა: 2015 წელი, ქ.თბილისი

სპექტაკლის შესახებ

„მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი’’ არის კომედია სიყვარულზე.
მოქმედება მე-19-ე საუკუნეში ვითარდება. გენერალი, თავადი ვანო ფანტიაშვილი მოულოდნელად იღებს დეპეშას. პარიზში გარდაიცვალა ყველას მიერ დავიწყებული ბიძა – მარშალ დე ფანტიე, ანდერძად კი თავადს უზარმაზარი, ფანტასტიკური ზომის, 9747 კარატიანი ბრილიანტი

მემკვიდრეობის მისაღებათ თავადი ფანტიაშვილი თანმხლებ პირებთან ერთად პარიზში მიემგზავრება, სადაც იწყება თავგადასავლები ინტრიგები და რა თქმა უნდა, გენერალის ცხოვრებაში შემოდის პირველი ამაღლებული სიყვარული.

პიესის ავტორი, რეჟისორი და დამდგმელი მხატვარი – რეზო გაბრიაძე
თოჯინების მხატვარი – თენგიზ მირზაშვილი, რეზო გაბრიაძე

როლებს ახმოვანებენ:
თავადი – ეროსი მანჯგალაძე
ხეჩო – რამაზ ჩხიკვაძე
თეკლა – ვერიკო ანჯაფარიძე
ხანუმა – სალომე ყანჩელი
ქეთო – მედეა ჯაფარიძე
კოტე – იმერ კავსაძე
ფოსტალიონი – რუსლან მიქაბერიძე
მარკიზა – ნათია კავსაძე
პლესი პიკე – ზაზა პაპუაშვილი
ზიპო – გოგა პიპინაშვილი
ვიცე – პრეზიდენტი – თემურ წიკლაური
წამყვანი – ოთარ ბაღათურია
მადამ გალიფე – ნინო არსენიშვილი
ეიფელი – კახა გოგიძე
პორფილე – გია აბესალაშვილი
აგრეთვე: მერაბ სიჭინავა, ზურაბ ცისკარიძე, ამირან ბუაძე

 

ანიმატორები:
თამარ ამირეჯიბი, ანა ნიჟარაძე, ნინო საჯაია, ბადრი გვაზავა, ირაკლი შარაშიძე, ვლადიმერ მელცერი, გიორგი გიორგობიანი

თოჯინების და კოსტუმების შემსრულებლები:

თამარ კობახიძე, ანა სოხაშვილი, მაკა პაჩკორია, ნანა ჭეჟია, თამარ ზუმბაძე

თეატრი განსაკუთრებულ მადლობას უხდის დახმარებისთვის ლორა ვერნიცკაიას

ყველა უფლება დაცულია © 2013-2016 მასალების კოპირება აკრძალულია!!