ავტორისგან:
„ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“ არის ამბავი ბებიაჩემზე, ომისშემდგომი წლების დაცარიელებულ და გაღატაკებულ ქუთაისზე.
იგივე ხდებოდა ალბათ ნიჟნი ნოვგოროდსა და სამარაში: სიცივე, შიმშილი, ნავთქურები და ხალხის გასაოცარი კეთილშობილება.
იყო სურვილი სიცოცხლისა, სიყვარულისა – ის, რაც ჩემი აზრით განასხვავებს ჩვენს მძიმე წლებს სხვა მძიმე წლებისაგან. მაშინდელ ხალხს გააჩნდა „სიცოცხლის წყალი“, რაც მათ „გახმობის“ საშუალებას არ აძლევდა, ეხმარებოდა და ცხოვრების ხალისს აძლევდა. თუ ამან აგაღელვათ, მაშინ ჩემი ამოცანა შესრულებულია.“
რეზო გაბრიაძე
სპექტაკლის შესახებ
ეს არის ისტორია დიდი გულის მქონე პატარა ჩიტ ბორია გადაიზე. მოქმედება ომის შემდგომ ქუთაისში ვითარდება. მეარღნე ვარლამის სიკვდილის შემდეგ ბორია ბებია დომნას ცხოვრებაში ერთადერთ იმედად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ თავად არ სურდა, ის ქურდობას იწყებს, უყვარდება მშვენიერი ნინელი და მრავალი სახიფათო თუ საინტერესო თავგადასავლის გმირი ხდება. ეს არის დროსა და სივრცის მიღმა არსებული, სიყვარულით, სინათლითა და სითბოთი სავსე ამბავი, რომელიც მაყურებელს რეზო გაბრიაძის ბავშვობის ქალაქის მოგონებებსა თუ ოცნებებში ამოგზაურებს. სპექტაკლი თოჯინური ოსტატობის, ქართული ხალხური სიმღერის, ცეკვისა და ავტორისათვის ძვირფასი მოგონებების მაგიურ ნაზავს წარმოადგენს.
პიესის ავტორი, რეჟისორი და დამდგმელი მხატვარი – რეზო გაბრიაძე
სპექტაკლი „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“
შექმნილია თეატრ VIDY-LAUSANNE-თან ერთად
პრემიერა: 2002 წელი, ლოზანა, შვეიცარია
ხანგრძლივობა: 90 წუთი
როლებს ახმოვანებენ:
ბორია – რამაზ ჩხიკვაძე
დომნა – რუსუდან ბოლქვაძე
ვარლამი – ლეო ანთაძე
ნინელი – ნათია კავსაძე
კაკაურიძე – იმერი კავსაძე
ფლორა – ნათია კავსაძე
შალომი – კახი მაისურაძე
ადვოკატი – გივი ბერიკაშვილი
მოსამართლე – რეზო თავართქილაძე
პროკურორი – გურამ საღარაძე
მძიმე ინდუსტრიის მუშაკები – ციალა გურგენიძე, ნელი მინდიაშვილი, თინა კოზანოვა
აგენტი #23 – ბადრი გვაზავა
ანიმატორები:
ნიკო გელოვანი, თამარ ამირეჯიბი,
ბადრი გვაზავა, ირაკლი შარაშიძე, ანა ნიჟარაძე, თამარ კობახიძე
თოჯინების და დეკორაციების შემსრულებლები:
ლუკა გონაშვილი, შმაგი სავანელი,
ლუკა გონაშვილი, ვლადიმერ მელცერი,
ავთანდილ გონაშვილი, გელა ჯანგირაშვილი, გაიანე თაყაიშვილი, მაია კობახიძე,
თამარ ამირეჯიბი, ირინა უჯმაჯურიძე,
თამარ კობახიძე